,,აგვისტოს ომის შესახებ დაგროვილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა უწყებაში გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე ხელისუფლების მიერ აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ არავის არ ეპარება ეჭვი რომ 2008 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის შეიარაღებული ძალებმა გადმოლახეს.
,,ბუნებრივია არსებობს მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო მზაობა სამხედრო შენაერთების, როგორ იყო გამართული ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა, როგორ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, ბუნებრივია ამ კითხებს პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება პოზიციას, რომ ეს იყო ოკუპაცია და აგრესია აქ კითხვები და ორი აზრი არ არსებობს", -განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიების ჩატარებას გეგმავს. Aამ მიზნით პროკურატურაში აგვისტოს ომის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება.