როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელი და გვარები ვიცი., - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შეიძლება მერაბიშვილს ჰგონია, რომ მაგრად მუშაობს და ღრმა კონსპირაციას იცავს, მაგრამ იშიფრებიან მისი აგენტები.
"როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელი და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით, რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი (რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში) მივა 19 აპრილს აქციაზე. ისინი დემონსტრირებულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბუთს და დახევენ. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, _ ნუ შეწუხდებიან, თუ მისვლა უნდათ, მივიდნენ, ოღონდ მათ ვურჩევ, მუნდირი არ შეარცხვინონ, ღირსება არ დაკარგონ, ასეთ უღირს სპექტაკლ ში მონაწილეობას ნუ მიიღებენ, მიუხედავად მათი ვალდებულებებისა ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. ამას გარდა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში. ის პოლიციელები, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას აპირებს, დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე!!!", - განაცხადა ღარიბაშვილმა.