ირანელმა მეცნიერმა ალი რაზეგიმ, რომელიც ათი წლის განმავლობაში დროსა და სივრცეში მოძრავ მანქანაზე მუშაობდა, საბოლოოდ გამოიგონა ის და «The Aryayek Time Traveling Machine» უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „დროის მანქანით" დროში მოგზაურობა შეუძლებელია, მაგრამ მას შეუძლია ადამიანს მომავალი ხუთიდან-რვა წლის დროით უწინასწარმეტყველოს.
მეცნიერი ამტკიცებს, რომ მაქანის მეშვეობით ირანის ხელისუფლება შეძლებს შესაძლო ომის მომავალი, ვალუტის, ნავობის, გაზის ფასი განსაზღვროს.
მეცნიერის დროის მაქანმ მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და კოლეგების კრიტიკა დაიმსახურა. მათი განცხადებით, ალი რაზეგი ცდილობს ღმერთის როლი ითამაშოს.
თავად გამომგონებელი კი აცხადებს, რომ მისი გამოგონება ისლამის რელიგიურ მრწამს ეწინააღმდეგება.
აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით მალევე გავრცელდა, თუმცა ამის შემდეგ ირანის საინფორმაციო სააგენტომ - ინფორმაციის პიორველწყარომ საკუთარი ინტერნეტ-გვერდიდან „დროის მანქანის" შესახებ ინფორმაცია გააქრო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ინფორმაციის ასეთი მოკლე დროით გავრცელება და მისი გაქრობა.
არ გამორცხავენ, რომ დროის მაქანამ თუ ის ნამდვილად რეალობას შეესაბამება, ირანის ხელისუფლების დაინტერესება გამოიწვია, რასაც შემდეგომი ნაბიჯები მოჰყვა.