ხვალ, 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლო ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელზე განაჩენს გამოიტანს.
ეს გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე მიიღეს, რომელიც 8 აპრილს გაიმართა. პროცესზე დღეს მხარეებმა დამატებითი მტკიცებულებები წარდგინეს.
გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების პარალელურად, ახალი დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა.