2010 წლის 18 თებერვლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის 2010 წლის პირველი კვარტლის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 1581,04 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო შემოსულობებმა 755,31 მილიონი ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის შემოსულობების 39 პროცენტი (294,32 მლნ. ლარი) საგადასახადო შემოსავლებზე, 22 პროცენტი (166 მლნ. ლარი) კი - საბაჟო გადასახადებზე მოდის. გრანტების მოცულობა 57,9 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი შემოსულობების 7,7 პროცენტია. სხვა შემოსავლებმა 16,55 მლნ. ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსულობების 2,3 პროცენტს შეადგენს.