13 აპრილს, გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსულ რამდენიმე უცნობ პირს, ადგილობრივი მცხოვრების, ამირან გუგუტიშვილის საკარმიდამო მიწაზე სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაძარცვის მცდელობა ჰქონდათ.
როგორც შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ გაცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის მიღებისთანავე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას. ცხელი ხაზის ამოქმედების შედეგად, ევროკავშირის მონიტორების დახმარებით, დანაშაული დროულად აღიკვეთა და ნაქურდალი მეპატრონეს დაუბრუნდა.