ჩაქვში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება. ეს იქნება უსაფრთხო, იზოლირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი საწარმო, სადაც მოხდება არა მარტო ნარჩენების უტილიზაცია, არამედ ნაგავის დახარისხება და ნედლეულის სახით წარმოება.
„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკური კუთხით. საკურორტო ზონაში დაბინძურებული გარემო აფერხებს ტურისტულ ნაკადს და ამ მხრივ პრობლემის მოგვარება მომავალში ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას."- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 3 მილიონი ევროს ოდენობით სესხი გამოყო. სესხი 15-წლიანია, საიდანაც საშეღავათო პერიოდი 3 წელია. „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის" საერთო ღირებულება 9.5 მლნ ევროა, სადაც 3 მლნ ევრო (EBღD)-ის სესხი, 4 მლნ ევრო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (შIDA) გრანტი, 1.2 მლნ ევრო ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი და 1.3 მლნ ევრო თანადაფინანსებაა.
სპეციალისტების განმარტებით, აჭარის რეგიონი საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით სპეციალურად შეირჩა.
ქობულეთში, სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც აჭარაში მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBღD) მთავარმა ბანკირმა პოლ კოვენდენმა მოაწერეს ხელი.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მყარი ნარჩენების თანამედროვე სტანდარტების და ყველა პარამეტრის დაცვით ახალი ნაგავსაყრელი აშენდება. ჩაქვში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონში სანიტარული, გარემოს დაცვის და სოციალური პირობების გაუმჯობესებას."-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.