შეიარაღებულმა სამმა ნიღბიანმა ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი დააყაჩაღა. ყაჩაღობის ფაქტი დღეს, გამთენიისას 03:25 საათზე მოხდა.
როგორც მაღაზიის თანამშორმლები აცხადებენ, მათთან სამი ნიღბიანი ახალგაზრდა შევიდა, რომელთაგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეირაღებული.
მათი თქმით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა სალაროს გახსნა მოითხოვა. თავდამხსმელებმა დაახლოებით, 700-800 ლარი წაიღეს.
მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, თავდამსხმელები მათ არ დამუქრებიათ და არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ.
მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.