თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ახალაიას, პროკურორისა და მოწმის შელაპარაკება გახდა.
მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას განუმარტა, რომ პოლემიკაში შესვლის უფლება არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარბაზიდან გააძევებდა.
ახალაიამ მოსამართლეს უპასუხა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც, ბრალდებულს დარბაზი დაატოვებინეს. პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა რომეო საჯაიამაც.
რომეო საჯაიას დარბაზის დატოვების გამო, 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ორი მოქმედი და სამი სამხედრო პირი. ბრალდები მხარეს კი, სულ 100-მდე მოწმე ჰყავს. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.