,,გამოძიებასთან თანამშრომლობა ადამიანის სურვილზე დამოკიდებული არ არის", -განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბრმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობის ეშინია
" ჩვენ საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს ჩავატაროთ გამოძიება და გავარკვიოთ სიმართლე. გამოძიებასთან თანამშრომლობა ადამიანის სურვილზე დამოკიდებული არ არის და ეს ყველას მოუწევს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი მან ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.