11-12 აპრილს ყაზბეგში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", შსს-ს მიერ შემუშავებული არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრა ორგანიზებულია დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) მიერ.