ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, პროკურორი ჯემალ კობაიძე სასამართლომ წესრიგის დარღვევისთვის 200 ლარით დააჯარიმა.
პროკურორის დაჯარიმების მიზეზი მისი მხრიდან დაცვის მხარის მისამართით გარკვეული ხმამაღალი წამოძახილი გახდა.
როგორც მოსამართლემ პროკურორს განუმარტა, ის ამის თაობაზე ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და შემდეგ სასამართლომ ჯარიმა გამოიყენა.
მოსამართლემ თავშეკავებისკენ მოუწოდა როგორც პროკურორებს, ასევე ადვოკატებს და განმარტა, რომ წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას მათ მიმართაც გამოიყენებს.