საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში რუსეთს საქართველოს ტერიტორია პოლიტიკურად თუ სამხედრო პოლიტიკურად ვინ ჩააბარა ყველამ კარგად ნახა.
"ამიტომ, პირში წყალი გამოივლოს ხოლმე, როდესაც საუბრობს კოალიციაზე, მათ ლიდერებზე და კოალიციის მომავალ გეგმებზე, თუნდაც, ამგვარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოძიება, რა თქმა უნდა, უნდა ითანამშრომლოს. კარგი იქნებოდა მისთვის, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პირისთვის", - განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა როგორც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, ასევე, საქართველოს მოქალაქეებთან, რადგან 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებს ერთხელ და სამუდამოდ სწორი ანალიზი და შეფასება უნდა მიეცეს.
პროკურატურაში, აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ თემაზე შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი და ყველა ის პირიც, ვის დაკითხვასაც გამოძიება გადაწყვეტს.
ამასთან, პრეზიდენტმა პოლონეთში განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს.