თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.
ახალაიას ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, მოწმეებს სასამართლოში მისვლამდე პროკურატურაში იბარაბენ და საკუთარ ჩვენებებს აკითხებენ.
მისი თქმით, დაცვის მხარემ არ იცის რომელი მოწმე მივა სასამართლო პროცესზე, ამიტომ ეს უხერხულ სიტუაციას ქმნის.
"მთავარი ის არის, რომ დაიკითხნენ მოწმეები და ყველამ აღიარა, რომ პროცესის წინა დღეს იბარებენ პროკურატურაში, ეუბნებიან რა უნდა გააკეთოინ სასამართლოზე, რა ჩვენება უნდა მისცენ. აკითხებენ ჩვენებს, რაც ყოვლად დაუშვებელი და აკრძალულია. ასე მომზადებული მოწმეები ბრალდების მხარის მიერ მოდიან სასამართლო სხდომაზე და მერე რა თქმა უდნა ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ და ვკითხავთ მას", - განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, ბრალდების მხარეს საქმეზე 100-ზე მეტი მოწმე ჰყავს. სხვადასხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით ჯერჯერობით, მხოლოდ 15 მათგანია დაკითხული.
თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.