11 აპრილს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში ტრანზიტულად მიმავალი, სომხეთის მოქალაქე ჰ.ჰ შემოვიდა. მოქალაქეს საბაჟო დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი, 180 აბი პრეპარატი ტრამადოლი აღმოაჩნდა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.