თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, რუისის გვირაბში 30 ტონა კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Mმომხდარის გამო, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, მოძრაობა შეფერხებულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები.