ამ დილით ავიარეისით "კიევი-ვენა" უკრანის ტერიტორიიდან 38 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ბაგრატ ფანცულაია გააძევეს. ფანცულაიას კრიმინალური სამყარო "მარატ სუხუმსკის" ზედმეტსახელად იცნობს.
ბაგრატ ფანცულაია მცირე ხნის წინ უკრაიანაში მიგრაციული რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. იმავე დღეს "კანონიერი ქურდის" მიმართ გამოტანილი იქნა განაჩენი, რომლის მიხედვითაც მას უკრაინის ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში შესვლა ეკრძალება.
მარტვილის რაიონში დაბადებული ფანცულია ე.წ. კანონიერ ქურდად მოსკოვში 2000 -იანი წლების დასაწყისში, სოხუმური და ქუთაისური კლანის გავლენიანმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა "აკურთხეს".
"მარატ სუხუმსკი" გასული წლის დეკემბერში გათავისუფლდა პატიმრობიდან, სადაც ტაგანსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ძარცვისათვის ცხრა წელი მოიხადა.