ცხრა ყოფილ პოლიტპატიმარს ჩამორთმეული უფლებები აღუდგა - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს "ამნისტიის შესახებ" კანონით, 190 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, თუმცა, ბევრ მათგანს, გათავისუფლების მიუხედავად, გარკვეული აკრძალვები დარჩა.
მისი თქმით, საუბარია ჩამორთმეულ მართვის მოწმობეზე, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება, დასადვოკატო საქმიანობის შეზღუდვის უფლება და უამრავ სხვა უფლებაზე.
"დღეს შეიკრიბა პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისია, რომელმაც განიხილა 9 ყოფილი პოლიტპატიმრის საქმე და ამ 9 ადამიანს აღუდგა ჩამორთმეული უფლებები", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ესენი არიან დავით კიკვიძე, მამუკა შენგელია, თორნიკე მოლაშვილი, ლევან გორგიაშვილი, ბესიკ გორგიაშვილი, ოთარ ჟღენტი, შალვა გველესიანი, ბახვა სტურუა და ზურაბ ხუციშვილი.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პიროვნენებმა ჩამორთმეული უფლებების აღსადგენად სამინისტროს მიმართა, რის შედეგადაც მათ უფლებები აღუდგათ.
ამასთან, მინისტრმა ყოფილ პატიმრებს ჩამორთმეული უფლებების აღდგენის გადაწყვეტილება პირადად გადასცა.