თურქეთის ქალაქ რიზეში, საქართველოს მოქალაქეები ავტოავარიაში მოყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ნომრით LEO-105, რომელსაც 33 წლის ლ. გ. მართავდა, გვირაბიდან გამოსვლისას სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ავტომანქანის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ასევე დაშავდა ავტომანქანებში მყოფი სამი მგზავრი, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე.
დაშავებულები რიზეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას გადიან. მედიკოსების განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. თვითმხილველთა თქმით ავტოავარიის მიზეზი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გახდა, რომელსაც მანქანა მოუცურდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა.