ქუთაისში, ვარლამიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გარდაცვლილი ხაშურიდან იყო და ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, მას საკუთარი ბიზნესი ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნია სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.