,,შოკირებული ვარ, იმ გროშებით რასაც ავტორები გამომცემლებისგან იღებდნენ", -განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გამომცემლების პრეტენზიების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მათთან დიალოგი გაგრძელდება.
,,მე შოკირებული ვარ იმ გროშებით რასაც თურმე ავტორები ხშირ შემთხვევაში იღებდნენ გამომცემლებისგან. Eეს პოლიტიკა შეიცვლება და სამუშაოა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავტორებს შეუკვეთავს, იქნება ბევრად უფრო ღირსეული ანაზღაურება. Eეს ის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ყველა მიმართულებით ვახორციელებთ. Gგამომცემლებთან დაკავშირებით იგივე ვითარებაა. Aარიან გამომცემლები რომლებიც იაზრებენ ვითარებას, იაზრებენ იმას, რომ მოსახლეობის მუდმივი გაღატაკების, გადუხჭირების პოლიტიკა საქართველოში დამთავრდა", _ განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ დიალოგი რომელიც ხუთი თევა გამომცემლებთან მიმდინარეობს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლები განათლების სამინისტროს ინიციატივას საჯარო სკოლებში უფასო წიგნების გაცემასთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრებისა და გამომცემლებზე ზეწოლად აფასებენ. გამომცემლები უფლებების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანასა და ,,საერთაშორისო გამომცემლობის ასოციაციისთვის" მიმართვას გეგმავენ.