11 წლის გოგონას საკუთარი დედა 2 წლის განმავლობაში აიძულებდა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეო-ფირების გადაღებაში - ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მცირეწლოვნის პორნოგრაფიულ მასალას მსხვერპლის დედა მატერიალური გამორჩენის მიზნით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე ყიდდა. აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახველ დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალების დამზადებაში. თავის მხრივ, იგი ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ მასალებს სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული თანხის სანაცვლოს მათ რეალიზებას ახდენდა.
გიორგობიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაგროვდა უამრავი მტკიცებულება, რაც დედისა და მისი თანამონაწილის ბრალეულობას ადასტურებს.
"დანაშაულის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ არ მომდარიყო მტკიცებულებების განადგურება, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები როგორც შსს-ს ცერნტრალური კრიმინალური პოლიციის, ასევე ისრაელის სამართალდამცველი ორგანოების მიერ და ორივე ქვეყანაში დაიგეგმა ბრალდებულების დაკავების ერთდროული ოპერაცია," - აღნიშნა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მსხვერპლის დედა, საქართველოს 45 წლის მოქალაქე საქართველოში დააკავეს, ხოლო ისრაელში წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევაში ბრალდებული 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი. არასრულწლოვნის დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ გამოძიება მიმდინარებს სს კოდექსის 143-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს. 8-დან 12 წლამდე ისჯება.
11 წლის გოგონა გადაყვანილი თავშესაფარშია გადაყვანილი. ამჟამად, რესოციალიზაციის მიზნით მას ფსიქოლოგების მიერ სარეაბილიტაციო კურსი უტარდება.
გიორგობიანის განცხადებით, არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება 2013 წლის თებერვლიდან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფრმაციის საფუძველზე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, გამოძიება პარალელურად მიმიდნარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ. ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ, გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ის საელჩო საქართველოში და ინტერპოლის გენერალური სამდივნო.
მასალის გამოყენების პირობები