დღეს, სომხეთიდან საქართველოში 39000კგ დაავადებული კარტოფილი შემოიტანეს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებიპუნქტი „ნინოწმინდის" გავლით სომხეთიდან საქართველოში 39000კგ სათესლე კარტოფილი შემოიტანეს.
"ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს ფიტოსანიტარმა სპეციალისტებმა ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე აიღეს.საკარანტინო ობიექტის იდენტიფიცირების დადადასტურების მიზნით, ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნა.ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიმუში საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობა დადასტურდა", - ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა.
მასალის გამოყენების პირობები