სადახლოს განშვებ პუნქტზე სომხეთის მოქალაქემ მებაჟეს ქრთამი შესთავაზა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სსიპ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 7 აპრილს,სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე სომხეთიდან საქართველოში „მერსედესის" მარკის მსუბუქი მიკროავტობუსი შემოვიდა.
"ბარგისა და ხელბარგის დასკანერებისას საბაჟო დეპარტამენტის ოფიცერმა ერთ-ერთი მგზავრის, სომხეთის მოქალაქე ა.მ.-ის ბარგში ერთგვაროვანი ტანსაცმელი შენიშნა. დეტალური დათვალიერებისას აღნიშნულმა მგზავრმა ოფიცერს გაურკვეველი მოტივით თანხა შესთავაზა", - ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
შემდგომი მოკვლევისთვის საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები