ბიზნესმენ ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლებელია მომღერალი სოსო პავლიაშვილი დაიკითხოს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებას მომღერალთან კითხვები გაუჩნდა, დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა.
ცნობილი ხდება, რომ ადუაშვილის საქმის უკვე დასრულებულ ნაწილს გამოეყო ფრაგმენტი, სადაც ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენებაზე დაყრდნობით, სოსო პავლიაშვილის გვარი ფიგურირებს. ამჟამად გამოძიება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს.