სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქე ა.მ. შემოვიდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დასკანერების შედეგად, ხელჩანთაში ოქროს ნივთები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცერმა მგზავრს ფიზიკური პირის დეკლარაციის შევსება და, შესაბამისად, ხელბარგში არსებული ძვირფასი ლითონების ზუსტი დეკლარირება მოსთხოვა. ა.მ.-მ ძვირფასი ლითონების მხოლოდ ნაწილი დაადეკლარირა. ბარგის შემდგომი დათვალიერებისას, მას კიდევ აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ : ოქროს ყელსაბამი 1 ცალი (14.05 გრ), ბეჭედი 5 ცალი (23.26 გრ), საყურე 1 წყვილი (8.38 გრ). აღნიშნული საქონლის სატარიფო ღირებულება განისაზღვრა 2368,7 ლარით. მოქალაქე ა.მ.-ს სანქციის სახით 1000 ლარი შეეფარდა. მან გადაიხადა ჯარიმა და კუთვნილი ოქრო საფოსტო სამსახურის მეშვეობით რუსეთში გაიტანა.