საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები გაბილ ჯულფაევი და მანსურ ნამაზოვი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის რაიონის სოფლების სახელწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ. კერძოდ, აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობა. რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში გ. ჯულფაევმა გადაიფორმა 34 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მ ნამაზოვმა 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, მათ თაღლითური გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთები გაყიდეს ინდოეთის მოქალაქეებზე, ჯულფაევმა 88 000 აშშ დოლარად, ხოლო ნამაზოვმა 15 000 ლარად.
აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- დან 4 წლის ვადით.
მასალის გამოყენების პირობები