საქართველოს საპატრიარქო 10 თებერვალს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით (http://www.rusk.ru/analitika/2010/02/10/gruzinskaya_istoriya_v_svete_pravoslaviya/)
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ყოვლადმიუღებელი, ცილისმწამებლური წერილი ქართველი ერის წინააღმდეგ, რომელსაც გელათის სასულიერო აკადემიის სახელით ხელს აწერს მოქალაქე მალხაზ კეკუშაძე. თანახმად გელათის სასულიერო აკადემიის რექტორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) განაცხადებისა, აღნიშნული პიროვნება არის თვითმარქვია და მას არავითარი კავშირი გელათის სასულიერო აკადემიასთან არ აქვს", - ნათქვამია სდაპატრიარქოს განცხადებაში.