დღეს, 8 აპრილს, 12.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაცით, გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ბარათაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების პარალელურად ახალი დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე ღია კონკურსი შეჩერდა. საქმეზე წარმომადგენლობას საია-ს ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები ახორციელებენ.