რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბიზნეს ცენტრიდან 6 ათასი ადამიანია ევაკურებული. ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში დარეკა უცნობმა პირმა და შენობაში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა.
"შაბათ საღამოს პოლიციაში დარეკა უცნობმა პირმა და კიევის გზატკეცილზის #1-ში მდებარე შენობაში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა. წინასწარი მონაცმებით შენობიდან ევაკუირებულია 6 ათასამდე ადამიანი", - იუწყება "ინტერფაქსი" მოსკოვის შს სამმართველოზე დაყრდნობით.
შენობის შესამოწმებლად ადგილზე კონოლოგებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები