მოლდოვამ თანხმობა განაცხადა მიეღო უკრაინიდან გამოძევებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა ჯინჭარაძე ზედმეტსახელად "ყურშა".
"გავაძევეთ მოლდოვაში. არც საქართველოში და არც რუსეთში, იმიტომ, რომ მოლდოვამ თავხმობა განაცხადა მის მიღებაზე", _ განაცხადა უკრაინის შს სამინისტროს დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური უფროსმა ირინა ლემეშევამ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 2013 წელს საქართველოში მიღებული ამნისტიის შესახებ კანონით გათავისუფლდა. იგი უკრაინაში მიმდინარე წლის 1 აპრილს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები