ერთ-ერთი პატიმრის მამამ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა, თუმცა ცეცხლის მოკიდების საშუალება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.
თამაზ კვარაცხელია პოლიციაში გადაიყვანეს, დაკითხეს და გაათავისუფლეს, თუმცა ის კვლავ სამინისტროსთან დაბრუნდა.
ირკვევა, რომ მისი შვილი სასჯელს ნარკოტიკების შენახვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის იხდის. პატიმრის მამა აცხადებს, რომ მის შვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და მკურნალობას საჭიროებს.