შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც 2013 წლის 2 აპრილს, სასზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები