სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. ხე-ტყის უკანონო ჭრისა და დამზადების ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის სატვირთო ავტომანქანიდან 14 კუბური მეტრი დამუშავებული ხის მასალა ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ხაშურში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა.
გამოძიება სსსკ-ის 303-ე მუხლის (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.