სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გველესიანის დირექტორობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო. როგორც სამინისტროში განმარტავენ კახაბერ გველესიანი მუშაობას სასjელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილებაში გააგრძელებს
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში გამოკითხეს მსჯავრდებულები და რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს გადაეგზავნა, 131 მსjავრდებული აწერს ხელს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, პატიმრები აცხადებენ, რომ არასათანადოდ ეპყრობიან, არ აქვთ შესაბამისი მკურნალობა.