პიატიგორსკში 32 წლის ვიტალი შაპოვალოვისა და 26 წლის ვადიმ ბობრუსოვის სასამართლო პროცესი დასრულდა. ისინი საქართველოს 29 წლის მოქალაქის მკვლელობაში არიან ბრალდებულნი. მათ დანაშაულის დაფარვის მიზნით საქართველოს მოქალაქის ცხედარი უბრალოდ დაწვეს. გარდაცვლილის ნივთები კი მიითვისეს. ამ დანაშაულის შესახებ შემთხვევით გახდა ცნობილი: 2012 წლის 26 თებერვალს, პიატიგორსკში, მდინარე პოდკუმოკის ნაპირზე აღმოჩენილი იქნა დამწვარი "ვაზ 2106" მარკის ავტომობილი რომელშიც ასევე დამწვარი ადამიანიც ხეარი იყო.
წინასწარი გამოძიების მიხედვით, დადგენილი იქნა დამწვარი მამაკაცის ვინაობა - პიატიგორსკში მაცხოვრებელი 29 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ეს დანაშაული დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა გაუსხნელი, თუმცა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობას აგრძელებდდნენ. შედეგად ოპერატიულ-სამზებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად დადგინდა იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც ამ დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ესენი აღმნოჩნდნენ: 32 წლის პიატიგორსკელი და 36 წლის ქალაქ მინერალნიე ვოდას მცხოვრები.
გამოძიებითა და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2012 წლის 25 თებერვალს შაპოვალოვმა ავტობაზრობაზე დაზარალებული გაიცნო, მას მისი ავტომობილის ყიდვა უნდოდა. ამის შემდეგ იმყოფებოდა რა საკუთარ სახლში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა მასა და ავტომობილის გამყოდველს შორის დავა წარმოიშვა, შაპოვალოვმა გამყიდველს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული ჭრილობების შედეგად ავტომობილის გამყიდველი ადგილზე გარდაიცვალა.
შაპოვალოვმა დაინახა, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ამოაცალა მას 50 ათასი რუბლი და მობილური ტელეფონი.
დანაშაულის დაფარვაში შაპოვალოვმა დახმარება, ფულადი ანაღაურების სანაცვლოდ მეგობარს ვადიმ ბობრუსოვს სთხოვა. ბობრუსოვმა მას ცხედარი ავტომობილში ჩაადებინა, მდინარის პირამდე მიაყვანინა და დააწვევინა.
შაპოვალოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიესაჯა მის "დამხმარეს" კი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით. ამას გარდა, შაპოვალოვს მოკლულის დედისათვის კომპენსაციის მიზნით 303 000 რუსული რუბლის გადახდა დაეკისრა.