შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამამდე „ოპიუმი", 3 კილოგრამამდე „ჰეროინი", 2500 აბი „სუბუტექსი" და სხვა ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი წესით გაანადგურა.
სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ. ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის
სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.