წუხელ თბილისში, ავლაბარში, დედოფლისწყაროს ქუჩაზე, რამდენიმე ავტომანქანა გაიძარცვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაზარალებულებმა განუცხადეს, სულ გაძარცვულია ექვსი ავტომანქანა. წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები.
"ჩვენ მანქანებს წლების განმავლობაში საკუთარი სახლების წინ ვაჩერებთ. არ გვახსოვს რაიმე სახის ინცინდენტი მომხდარიყოს. ახლა ერთდროულად ექვსი მანქანა გაძარცვეს. ეს ალბათ კარგად იყო დაგეგმილი. ცხადია, რომ ეს არაა შემთხვევითი პირების გაკეთებული. ასე სხვადასხვა მარკის ავტომაქანების გაღება, არც ისე ადვილი საქმეა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაკეთა.
შემთხვევის ადგილას პოლიციელები მუშაობენ.