რუსული მედიასაშუალება, რომელიც კრინალურ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს, წერილს აქვეყნებს, რომელიც მათი მტკიცებით ქართველ "კანონიერ ქურდს" ჯემო მიქელაძეს ეკუთვნის. მედიასაშუალება ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული წერილი რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ყველა სტრუქტურაში გაიგზავნა.
"გახდება თუ არა ცნობილი "კანონიერი ქურდის" გულწრფელი წერილი ხმამაღალი სისხლის სამართლის საქმეების მიზეზი ამას დრო აჩვენებს.
საუბარი მიდის წერილზე, რომელიც "კანონიერმა ქურდმა" ჯემალ მიქელაძემ (ჯემო) დაწერა. ამჟამად იგი კაშირის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. იგი 2013 წლის თებერვალში დაიჭირეს. დაკავებისას "ტრადიციულად" მას თან აღმოაჩნდა ნარკოტიკი და იარაღი. დაკავების შემდეგ ჯემო არაოფიციალურად დედ ჰასანის მკვლელობის საქმეზე დაკითხეს, არადა სწორედ ჯემო მიქელაძე სახელდებოდა დედ ჰასანის მკვლელობის შესაძლო შემკვეთად", _ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, მაშინ ჯემო მიქელაძემ განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა კრიმინალურ პატრიარქთან მართალია რთული იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ იგი მას ქილერისათვის შეეკვეთა.
"ჯემო ახლა ყველა კარტს ხსნის, ისევე როგორც ადამიანი, რომელსაც დასაკარგი არაფერი დარჩა", _ წერს მედია.
წყაროების ინფორმაციით, ჯემო უკიდურესად დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფება და მისი წერილი ამისი ნათელი დასტურია. წერილში საუბარია "პაგონიან მაქციებზე" და ძალოვან სტრუქტურებში არსებულ კორუფციაზე.
მიქელაძის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მაღალჩინოსნები მის მეუღლეს ამჟამადაც კოლოსალურ თანხებს სძალავენ და მეუღლის გათავისუფლების საქმეში დახმარებას ჰპირდებიან. სწორედ მათ უხდიდა ის წარსულში "მფარველობისათვის" თანხას. წერილის ტექსტში საუბარია ასევე იმ პოლიციელთა ვინაობაზე, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს იღებდნენ იმისათვის, რომ "კანონიერი ქურდის" ბედი შეემსუბუქებინათ.
ჯემო ასევე ჰყვება იმის შესახებ, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ასევე ფულის სანაცვლოს უზრუნველყოფდნენ რუსეთის დედაქალაქში იმ "კანონიერი ქურდების" შეუფერხებელ ჩასვლას, რომლებიც ასლან უსოიანის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდდნენ. ინიციატორთა შორის კი აღმოჩნდნენ უსოიანის მრავალწლიანი ოპონენტები - როვშან ჯანიევი და მერაბ ჯანგველაძე.
ამას გარდა, უსოიანის მკვლელობის საქმეში როგორც აღმოჩნდა ფასდაუდებელი დახმარება გასწიეს, რა თქმა უნდა ფულის სანაცვლოდ - პოლიციელებმა, თან მაღალჩინოსანმა პოლიციელებმა და მიუთითეს ის ყველაზე კარგი ადგილი საიდანაც უსოიანისათვის შეიძლება ესროლათ. კაფე "სტარიი ფაეტონ" ოპერატიული სამსახურის წარმომადგენლების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მიქელაძე ასევე საუბრობს გასული წლის ხამამაღალ დანაშაულებებზე და უსოიანის უახლოესი თანამებრძოლების - "იაპონჩიკისა" და "სკიფის" მკვლელობების შემკვეთებსაც ასახელებს. ამ უკანასკნელის მკვლელობა პოლიციის "დახმარების" გარეშე არ მომხდარა.
"მე მიქელაძე ჯემალ ჯემალის ძემ, დაბადებულმა 1975 წლის 13 ივნისს, მინდა გაუწყოთ შს სამინისტროს თანამშრომლების დამნაშავეობრივი და კორუფციული სქემების შესახებ, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული მე და ჩემს კოლეგებს "კანონიერ ქურდებს".
2005 წლიდან მე ვკონტაქტობდი ............. რომელიც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელი იმ დროს, შემდეგ კი მოსკოვში ქურდულ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. მან მე პოლიციის მრავალი თანამშრომელი გამაცნო. მისთვის გაცნობის დღიდან ჩემს დაკავებამდე 7500000 აშშ დოლარი მაქვს გადარიცხული იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მე და ჩემს კოლეგებს გვიჩნდებოდა.
სწორედ მან გამაცნო მე ......................... დავიდ გუკასოვი, გენადი ფროლოვი, ანბროსენკო, სერგეი დრონოვი. ამ უკანასკნელს პირადად მე გადავეცი 80 000 აშშ დოლარი ერთ ერთი მორიგი პრობლემის გადასაჭრელად.
ჩემი საუბარი განპირობებულია ჩემი იმ მდგომარეობით, რომელშიც ახლა ვიმყოფები. ყველა ზემოთჩემოთვლილი პირი მე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მფარველობას მპირდებოდა, ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე ფულს აკეთებდნენ და შემდგე მე მიღალატეს.
ჩემი ბოლო დაკავების შემდეგ მე კაშირის საგამოძიებო იზოლატორი მომათავსეს, სადაც აუტანელი პირობები შემიქმნეს და მე დავიღალე. კოკაინს მე მოვიხმარდი, ხოლო ხელყუმბარებთან კი რომელიც მე ჩამიდეს არავითარი კავშირი არ მაქვს. ჩემს მეუღლეს ძალიან დიდი თანხას სთხოვს ლევან საყვარელიძე და ......................... ჩემს გათავისუფლებაში დახმარებისათვის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ მხოლოდ ფულის გაკეთება უნდათ.
ახლა მხოლოდ იმ რამდენიმე დანაშაულზე მოგითხრობთ, რომლებშიც ქვემოთჩამოთვლილი პირები არინ გარეულნი.
2012 წლის ნოემბერში მერაბ ჯანგველაძემ მითხრა რომ 2-3 ჩვენი ადამიანი უნდა ავიყვანო და მისი ძმა ლევანი უნდა ვნახო და ის მე ყველაფერს ამიხსნის. მე ამაში ეჭვი შემეპარა, იმიტომ, რომ მოსკოვში იყო დედ ჰასანი და მენტები ჩვენ გასაქანს არ მოგვცემდდნენ. მაგრამ მერაბმა მითხრა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი ხალხი მოდის და მის ძმისთვის ლევან ჯანგველაძისათვის გამოსართმევია 3 000 000 აშშ დოლარი და 1 000 000 აშშ დოლარი გადასაცემია გენადი ფროლოვისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში მფარველობისათვის, 500 000 აშშ დოლარი ........... მოსკოვის ცენტრალურ რაიონულ სამმართველოში მფარველობისათვის. 300 000 აშშ დოლარი გადასაცემია ქურდული განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილისათვის ოლეგ სედოვისათვის, 1 000 000 აშშ დოლარი გადასაცემია რუსეთის ფედერალური სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელობისათვის. ამას გარდა 200 000 აშშ დოლარი ანტონ გამანიუნოივისათვის უნდა გადაცემულიყო, რომელიც ამჟამად მოსკოვის ცენტრალურ სამმართველოში მუშაობს. ის უსოანის მომხრეების მოსმენების განხორცელებისათვის იქნებოდა საჭირო. ვიცი რომ ეს ფული გადაცემულ იქნა. ყველაფერი ეს კეთდებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მერაბ ჯანგველაძის, თამაზ კოროშინაძის, გივი გორდელაძის, როვშან ჯანიევის, რომა ჯაფაროვის, ვეტლაგას, ირაკლი ყალიჩავას, ირაკლი ფიფიას, კახი ფარფალაიას და ტახის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეუფერხებელი ჩასვლისათვის.
ყველაფერი ასეც გავაკეთე, ჩამოვედი მოსკოვში და ლევან ჯანგველაძეს შევხვდი. მასთან იყო იგორ ჟირნოკლეევი "ტაგანსკების" ლიდერი, მე მას არ ვენდობოდი, თუმცა ლევანმა მითხრა, რომ მისი ნდობა შეიძლება და ამის შემდეგ ჩვენ ყველა საკითხი ერთად განვიხილეთ.
საუბრის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ დედ ჰასანთან დაკავშირებული საკითხი დაგვეხურა. მე ვიკითხე თუ როგორ გავაკეთებდით ამას, მას ხომ დაცვა ჰყავდა.
მე მიპასუხა ჟირნოკლეევმა: "როგორც იაპონჩიკთან მოვიქეცით, ასევე დედ ჰასანთან მოვიქცევით".
ნათქვამში ეჭვი არ შემპარვია იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ ლევანისა და მერაბის ხალხის მოკლული იყო ანდრეი სილვიანინი.
ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც მე, მერაბ და ლევან ჯანგველაძეები, იგორ ჟირნოკლეევი, რუსლან ჩერკესი, გოჩა კოხია და კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც მე არ ვიცნობდი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვახო ქარდავასა და მისი ძმის მკვლელობის შესახებ.
ჯერ მოკლული იქნა ვახო ქარდავას ძმა და ბიძაშვილი, შემდგე თავად ვახო ქარდავა მოკლეს, ამასთან ერთად მოკლული იქნა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც ვახო ქარდავასთან ერთად იმყოფებოდნენ. ამ მკვლელობებისათვის შემსრულებლებს 450 000 დოლარი გადაუხადეს. ამ მკვლელობების შემსრულებელი ანზორ ბულკაევი იყო, ის ციხეში სხვა დანაშაულის ჩადენის გამო ზის. რამდენიმე ხნის შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსლან ჩერკეზს შეეძლო ამ მკვლელობების ინფორმაცია გაეხმაურებინა ის თავად მოკლეს და ეს საქმე იგორ ჟირნოკლეევის ხალხმა გააკეთა.
როვშან ჯანიევს დედ ჰასანთან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. მე ჯანიევი და ჯანგველაძე რომში შეხვდით ერთმანეთს. ვინაიდან ილგარ ალიევი დედ ჰასანის კლანის წევრების აზერბაიჯანელებთან კონტაქტებს უზრინველყოფდა და ეს ჯანიევს აღიზიანებდა მისი მოკვლა გადაწყდა.
გოჩა ჩიხლაძე ჰამზატმა (ინგუში) მოკლა, რომელიც ჩემს გარემოცვაში ქილერად მუშაობდა.
სკიფის მკვლელობა შემდეგნაირად მოხდა. .................. მოგვცა ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა ის. ამის შემდეგ ჟირნოკლეევის გარემოცვის წევრმა - მარატ იანბუხტინმა შეკვეთა შეასრულა. ამასთან ერთად ........... 100 000 აშშ დოლარი მიიღო.
რუსეთში დაბრუნების შემდეგ რესტორან "პრიჩალში" გამართული შეხვედრას ვესწრებოდით მე, ჟირნოკლეევი, მერაბ და ლევან ჯანგველაძეები რაფო, რუფატი და კიდევ ერთი ადამიანი რომელსაც მე არ ვიცნობდი. ამ შეხვედრაზე ჟირნოკლეევმა ჯანგველაძეს იარაღი გადასცა. ამის შემდეგ გამართულ შეხვედრას ჰამზატი, ტოვშან ჯანიევი და დიმა კიტაეცი შემოუერთდნენ. ჰამზატმა და რაფომ თქვეს, რომ მათ განსაზღვრეს ის ადგილი საიდანაც დედ ჰასანის უნდა ესროლონ.
ეს ადგილი მათ ........................... აჩვენა, ვინაიდან ამ ადგილიდან გამუდმებით ხორციელდებოდა ფოტო და ვიდეოგადაღება.
დედ ჰასანის მკვლელობის დღეს რაფო და რუფატი დედ ჰასანის სახლთან იმყოფებოდნენ და ადგილზე მყოფ შემსრულებელს ინფორმაციას აწვდიდნენ. შემსრულებელი არავინ იცოდა გარდა ლევან ჯანგველაძისა და ადამიანისა რომელიც შეხვედრს ესწრებოდა. დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ ყველა შემსრულებელმა რუსეთი ბელორუსის გავლით დატოვა.
დაკავებამდე ჰამზატს "მუხა", კალაშნიკოვის სამი ავტომატი, ოთხი პისტოლეტი, ორი ნაღმი , სნაიპერის იარაღი და 10 კგ ტროტილი გადავეცი. ყველაფერი ეს ფარეხში ინახება.
ეს გზავნილი დაწერილია ჩემი თხოვნით ჩემთვის ახლობელი ადამიანების მიერ. ყველა ეს ფაქტი გადამოწმებადია", - ნათქვამია ჯემო მიქელაძის წერილში.