საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რადიოაქტიური ნივთიერების ამერიციუმ 241-ის შეძენა - შენახვის ფაქტზე, მოქალაქეები ჯემალ ჭილაია, კობა ვახტანგიშვილი და სიმონ ბერულაშვილი დააკავეს.
ექსპერტიზის ცნობით, ამერიციუმ 241 წარმოადგენს მაღალი ქიმიური შემცველობის რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელთან სიახლოვე განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რადიოაქტიული ნივთიერება, დღეს 3 აპრილს ამოიღეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით.