ყირიმში ქართველი "კანონიერი ქურდი" გოჩა ჯიჭარაძე, ზედმეტსახელად "ყურშა" დააკავეს. როგორც აღმოჩნდა 40 წლის "კანონიერი ქურდი" უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
ოპერატიული ინფორმაციით, 2013 წლის დასაწყისში "ყურშა" ერტ ერთი მათგანი იყო, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ამნისტიის კანონით გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ, "ყურშა" სხვა ქართველი "კანონიერი ქურდების" მსგავსად უკრაინაში წავიდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ჯინჭარაძე სამხედრო კლინიკურ სანატორიულმში იმყოფებოდა. მასზე ფარული თვალთვალი დაწესდა შემდეგ კი დაპატიმრება განხორციელდა. უახლოეს მომავალში გოჩა ჯინჭარაძეს უკრაინიდან გააძევებენ.