ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი ვერ ხვდება, რატომ არ მოხვდა პოლიტიკურ დევნილთა სიაში. იგი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ეს განცხადება მამუკა ნიკოლაიშვილმა "პირველ რადიოსათან" საუბრისას გააკეთა. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ის ეკა ბესელიას რამდენჯერმე ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ მის საბუთებში გაუგებრობა იყო და საკითხის გამოსწორებას დაჰპირდა, თუმცა საკითხი აღარ გაგრძელდა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის თქმით, ბოლო ცხრა წელია მის გარშემო სრული გაუგებრობაა, რადგან როლანდ ახალაიამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა ბოლომდე არ მიიყვანა, სასამართლოს არ გადასცა, მაგრამ ძებნილად მაინც გამოაცხადა.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, იგი ამ თემაზე არჩილ კბილაშვილსაც ესაუბრა.