მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცოტა ხნის წინ ავტოავარია მოხდა, რომელსაც ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს BMW-სა და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, BMW-ს მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. ის რეანიმაციაშიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მის დასადგენად გამოძიებამი მდინარეობს.