პალესტინის ისლამისტური დაჯგუფების ჰამასის ლიდერის პოზიციაზე, ოთხ წლიანი ვადით კვლავ ხალად მაშაალი აირჩიეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ პოლიტიკურ ლიდერებზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
გასულ წელს ხალად მაშაალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენდა, თუმცა ამჟამინდელ არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ხალად მაშაალი 2004 წელს, ჰამასის დამფუძნებლის შეიხ აჰმედის გარდაცვალების შემდეგ გახდა. ჰამასის 56 წლის ლიდერი ათწლეულების განმავლობაში დევნილობაში იმყოფებოდა. თუმცა გასული წლის ნოემბერში ისრაელთან ზავზე დათანხმდა. პარალელურად სირიის პრეზიდენტ ბაშარალ ასადის წინააღმდეგ იბრძოდა.
პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება ჰამასი, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელდა.