სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2,8 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა აღმოაჩინეს. კერძოდ, 2013 წლის 02 აპრილს დაახლოებით დილის ორ საათზე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთიდან თურქეთის მოქალაქე ი. ფ. შემოვიდა, რომლსაც პირადი დათვალიერების შედეგად ჯიბეში, სიგარეტის კოლოფში ნარკოტიკული საშუალება, მარიხუანა უპოვეს. შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები