გვიან ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში ორმა შეიარაღებულმა პირმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ძარცვის დროს ბენზინგასამართ სადგურზე მხოლოდ მორიგე ოპერატორი იმყოფებოდა.
თავდამსხმელებმა თანხა, მობილური ტელეფონი და სალარო აპარატი წაიღეს. თუმცა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა მძარცველები დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.