ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავეს სომხეთის მოქალაქე დააკავეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს ოფიცერს სომხეთის მოქალაქემ ქრთამის სახით 1000-1500 რუსული რუბლი შესთავაზა.
სომხეთის მოქალაქემ ზეპირი დეკლარირებისას 1 ცალი ოქროს სამაჯური და 1 წყვილი საყურე დაადეკლარირა, ხელჩანთის დათვალიერებისას კი მას არადეკლარირებული, სავარაუდოდ ოქროს სამეული, კერძოდ 1 ბეჭედი და 1 წყვილი თვლებით გაწყობილი საყურე აღმოაჩნდა. რის შემდეგაც მოქალაქემ ფაქტის დაფარვის მიზნით, ოფიცერს ქრთამის სახით, ფული შესთავაზა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, კრიმინალურ პოლიციას გადაეგზავნა, სომხეთის მოქალაქე ამჟამად დაკავებულია.