თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მიხეილ გიგაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 წლის მიხეილ გიგაური ავტოსადგომზე მორიგედ მუშაობდა. ის "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილის მძღოლს პარკინგის ადგილიდან მანქანის გამოყვანაში ეხმარებოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი "ჰონდას"მარკის ავტომანქანა შეეხაჯა.
სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, "ჰონდას" მძღოლმა კიდევ სამი გაჩერებული მანქანა დააზიანა.
ავარიის შედეგად, ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.