საზღვარგარეთ არსებულ ქართული საკვირაო სკოლებისთვს ერთიანი სასწავლო გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ დიაპსორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განუცხადა.
"საკვირაო სკოლები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არ არის ჩართული, შესაბამისად მათ ის სასწავლო გეგმა რითიც საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სწავლება არ გააჩნიათ. ჩვენ ვგეგმავთ განათლების სამინისტროსთან ერთად ერთიანი სასწავლო გეგმა შევიმუშაოთ და ის საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებში დავნერგოთ", - განმარტა დავითაიამ.
აღსანიშნავია რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე მინისტრთა კაბინეტს 2010 წლის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს აცნობს.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი პრიორიტეტი უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიასპორის მიერ საქართველოში ინვესტიციების ჩადება და "მათი ღირსეულად დაბრუნებისთვის მშობლიურ ქვეყანაში შესაბამისი ბაზის მათ მიერვე შექმნა იქნება".