,,სამართალდამცავ ორგანოებში არსებობს საქმეები, სადაც მიდის გამოძიება რომელშიც შესაძლებელია გიგი უგულავას შემხებლობა იყოს დადასტურებული", _განაცხადა ,,პრეს-პრესში" სტუმრობისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარ პროკურორს არ დაასახელა ის კონკრეტული საქმე სადაც თბილისის მერის გიგი უგულავას შემხებლობა იკვეთება.
,,როდესაც ჩვენ საგამოძიებო კონდინცია გვექნება საკმარისად და ყველაფერს ზედმიწევნით გეტყვით, როგორც ეს ვთქვით ,,თბილ სერვის ჯგუფთან" დაკავშირებით, მაგრამ ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ის იგებს ინფორმაციას როდესაც მიმდინარე საქმე არის ჩვენ უწყებებში", -განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ პროკურატურიდან ინფორმაცია ჟონავს.
,,არა არავითარი ინფორმაციის გაჟონვა არ ხდება. თავისთავად ის, რომ როდესაც ხდება რამდენიმე ათეული ადამიანის დაკითხვა თემატიკასთან სადაც არსებობს მასთან შემხებლობა, ბუნებრივია კომუნიკაციის წყარო არსებობს და ის იღებს აქედან ინფორმაციას, ეს არის და ეს", -განაცხადა ,,პრეს-პრესში" კბილაშილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილის მერი გიგი უგულავა ახალი ბრალის წაყენებას ელოდება. ამის შესახებ, გიგი უგულავამ ,,პირველი რადიოსთან" საუბარში განაცხადა.
,,ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში კიდევ რაღაც ბრალს მიყენებენ. დაახლოებით იგივე ნაირს, რაც აქამდეა წაყენებული, როგორც ,,თბილსერვისზე" მედავებიან დაახლოებით ისეთივე იქნება", -განაცხადა უგულავამ, რომელიც მის მიმართ ახალი ბრალის წაყენებას 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებს.
,,ამ თარიღთან დაკავშირებით დღევანდელ ხელისუფლებას პანიკური შიში აქვს. პრაქტიკულად, თბილისში მაღაზია არ დარჩა სადაც უბნის ინსპექტორი არ მისულიყო და არ გამოეკითხა აპირებენ თუ არა აქციაზე წასვლას", -განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს მასშტაბურ აქციას გეგმავს.